воскресенье, 12 октября 2008 г.

სკოლა და კომპიუტერი

პროექტის სახელი: სკოლა და კომპიუტერი
პროექტის მოკლე აღწერა:ჩვენი ყოველდღიური თუ პროფესიული საქმიანობა სულ უფრო მეტად მოითხოვს ისტ-ის ცოდნა და სისტმურ გამოყენებას, ციფრულ-ტექნოლოგიურ განახლებას.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას კომპიუტერის შესახებ. მისი განვითარების ისტორიას, საჭიროა თუ არa კომპიუტერი სკოლაში, მის მნიშვნელობაზე ადამიანის აქტივობის საქმიანობის ნებისმიერ სხვა სფეროში, მოხმარებისა და გამოყენების თვალსაზრისით. აიღებენ ინტერვიუებს, დაამუშავებენ და შეაფასებენ მის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას, გაუკეთებენ ანალიზს. მოიძიებს ინფორმაციას სხვადასხვა საგნებთან ისტ-ის ინტეგრირებული სასკოლო კურსის შესახებ საჭიროა თუ არა, ეფექტურია ეს ინტეგრაცია?
მონაწილეთა ასაკი: 10-17 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: 3 თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კითხვარის შედგენა, მასალის მოძიება ინტერნეტის საშუალებით, დისკუსიის გამართვა, მოძიებული მასალის ანალიზი.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: ბუკლეტები, ელექტრონული ჟურნალი. მათ გამოუმუშავდებათ კვლევა ძიების დამატებით ლიტერატურაზე მუშაობის, კომპიუტერულად დამუშავების , ინტერვიუს აღების უნარ-ჩვევა.ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას. მოსწავლეები შეიძენენ ახალ ცოდნას და უნარ -ჩვევებს, რომელთა განვითარებასაც მომავალში დამოუკიდებლად შეძლებენ, იმ მიზნით, რომ მოსწავლემ არჩევანი გააკეთოს სწავლების, სპეციალობების ან პროფესიულ საქმიანობებს შორის, შეძლოს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზება როგორც ქვეყნის სიგნით ისე ქვეყნის გარეთ.
სარგებელი სხვებისათვის: ახდენს კომპიუტერის საშუალებების მარჯვედ მოხმარების დემონსტრირებას, იყენებს საშუალებებს სხვადასხვა შეტყობინებების, განცხადებების გამოსაქვეყნებლად.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მათემატიკა,ისტორია: ისტ-ის ინფორმაციულ რესურსებს იყენებს ამოცანების ამხსნის, ცნებების,იდეებისა და ისტორიული მოვლენების თვალსაჩინოდ წარმოდგენის მიზნით.
მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
პროექტის ფასილიტატორის სახელი: თამარ ციციშვილი
პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა:cicishvilit@gmail.com
პროექტის ფორუმი:
პროექტის ვეგ-ვერდი/ბლოგი:icttrainingtamuna-tamuna.blogspot.com